დასკვნა




1932წელს მოდერნისტული სტილი,  თითქმის მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და საერთაშორისო სტილად გადაიქცა, მაგრამ ის სრულყოფილი ჯერ კიდევ არ იყოშეუღებავმა ბეტონის კედლებმა და ტექნიკურმა დეფექტებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, არქიტექტურის ეს სტილი ცივი, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი იყო. მასობრივად აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები მაცხოვრებლებს ერთმანეთას აშორებდა. 1970 წელს ზოგიერთი თანამედროვე არქიტექტურის ყოფილი პრიზიორი ნიმუში უარყოფილი იქნა და განადგურდა კიდეც. დღევანდელ საზოგადოებას არ შეუძლია ქარხნული, დიდი მაშტაბის შენობების გარეშე ცხოვრება. მაგრამ, პოსტმოდერნიზმის არქიტექტურა საზოგადოებისთვის მუფრო მისაღებია, მეტი სიახლოვისა  და მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად. ზოგიერთმა არქიტექტორმა მთლიანად უარყო მოდერნიზმი და კლასიციზმს მიუბრუნდა. სხვებმა თავიანთ ნამუშევრებში მოახდინეს კლასიკური და ტრადიციული სტილის შერწყმა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაღაზიების ქსელის განვითარებაში, რომლის ფანტაზიით სავსე ექსპრესიული მიმართულება გასართობ ელემენტებსაც მოიცავს და დასავლეთის საზოგადოების მომხმარებლებს ადვილად იზიდავს.

No comments:

Post a Comment