Thursday, December 20, 2012

                      S e s a v a l i


ერმინი თანამედროვე არქიტექტურა მიმდინარე პერიოდში შექმნილ არქიტექტურაზე მიუთითებს. ის, როგორც წესი, მოიცავს ბოლო რამდენიმე ათწლეულს. ამჟამად თანამედროვე არქიტექტურა მოიცავს პერიოდს 1980-იანი წლებიდან დღემდე.
XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში არქიტექტურაში ჩამოყალიბდა ახალი სტილი, რომელიც მოდერნის სახელწოდებით გახდა ცნობილი. ახალი სტილი უარს ამბობს ისტორიულ მემკვიდრეობაზე, ორნამენტზე, საერთოდ რაიმე დეკორზე. ძირითადად მსუბუქ კონსტრუქციებს, ლითონს და მინას იყენებს. პირველად ახალი სტილი ამერიკაში და ევროპაში გავრცელდა, იქიდან კი ყველგან მოიკიდა ფეხი.
აგურისა და ხის გამოყენების უარყოფამ სრულიად ახალი ესთეტიკა შემოიტანა არქიტექტურაში. ლითონის კარკასმა და მინამ აგრეთვე საშუალება მისცა არქიტექტორებს, შეექმნათ იმგვარი გადახურვა ისეთ ფართობზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა სხვა საშუალებებით


     

























No comments:

Post a Comment